LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მაიკ პომპეოს და სალომე ზურაბიშვილის სატელეფონო საუბრის შესახებ განცხადებას ავრცელებს

ashshdepartamenti

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს და საქართველოს არჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის სატელეფონო საუბრის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

„სახელმწიფო მდივანმა მაიკლ პომპეომ გუშინ საქართველოს არჩეულ პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს დაურეკა და მას არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. მხარეებმა ისაუბრეს აშშ-საქართველოს თანამშრომლობაზე საერთო გლობალური უსაფრთხოების პრიორიტეტებთან დაკავშირებით. ასევე, აშშ-ს ურყევ მხარდაჭერაზე საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობისადმი და საარჩევნო და სასამართლო რეფორმების მნიშვნელობაზე საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის და დასავლური ინტეგრაციისთვის”, – ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g