LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალების ხელმძღვანელმა თავი მოიკლა

Screenshot_13-702x336

აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალების ხელმძღვანელმა ახლო აღმოსავლეთიდან, ვიცეადმირალმა სკოტ სტირნიმ, რომელიც მეხუთე ფლოტს მართავდა, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
სტირნის ცხედარი ბაჰრეინში, მისსავე რეზიდენციაში პირველ დეკემბერს იპოვეს. ადმირალი ჯონ რიჩარდსონი, რომელიც საზღვაო სამხედრო ოპერაციებს კურირებს, აცხადებს, რომ სტირნის თვითმკვლელობის მიზეზი მისთვის უცნობია.
“ეს ძალიან დიდი ტრაგედიაა სტირნის ოჯახისთვის, ის ძლიერი პროფესიონალი იყო, არაჩვეულებრივი მამა, მეუღლე და მეგობარი,” – აცხადებს რიჩარდსონი.
ამ დროისთვის, სამართალდამცველები საქმეზე გამოძიებას აწარმოებენ და თვითმკვლელობის მიზეზს იძიებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g