LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ში 12-დან 15 წლამდე მოზარდების “ბუსტერით” აცრას მხარი დაუჭირეს

83
1

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი 12-დან 15 წლამდე მოზარდებში “ფაიზერის” ვაქცინის “ბუსტერ-დოზის” გამოყენებას მხარს უჭერს. 

CDC-ს საკონსულტაციო ჯგუფმა, აღნიშნულ ასაკობრივ კატეგორიაში ვაქცინის გამაძლიერებელი დოზის გამოყენებას კენჭი გუშინ უყარა. საკითხს მხარი დაუჭირა საბჭოს 13-მა წევრმა, ერთი კი წინააღმდეგ წავიდა.

იმუნიზაციის მრჩეველთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა, რომ 12-15 წლის მოზარდებს ბუსტერი მეორე დოზის მიღებიდან, სულ მცირე, 5 თვის შემდეგ გაუკეთდეთ.

აღნიშნული ინტერვალი ემთხვევა CDC-ს მიერ ცოტა ხნის წინ გაცემულ რეკომენდაციას, რომლის მიხედვითაც 16 წლის და უფროსი ასაკის ადამიანებისთვის ბუსტერის გაკეთება რეკომენდებულია მეორე აცრიდან ხუთი თვის შემდეგ.

CDC-ის დირექტორმა, დოქტორმა როშელ ვალენსკიმ აღნიშნულ რეკომენდაციას ხელი გუშინვე მოაწერა.

“გამაძლიერებელი დოზა უზრუნველყოფს ოპტიმიზებულ დაცვას “ომიკრონის” შტამისგან. მე მოვუწოდებ ყველა მშობელს, რომ რეკომენდაციები გაითვალისწინონ”, – თქვა მან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები