LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ში 27.8 კმ/სთ სიჩქარის ლიმიტი დააწესეს – მიზეზი მძღოლების „გამოფხიზლებაა“

105
orig (1)

აშშ-ში ვისკონსინის შტატში გზებზე სიჩქარის უჩვეულო შეზღუდვა გამოჩნდა – 17.3 მილი საათში, ანუ დაახლოებით 27.8 კმ/სთ. უცნაური და წიალდობრივი მაჩვენებელი შემთხვევითი არ არის – მისი მიზანი მძღოლების ყურადღების მიქცევა და უსაფრთხოების გაუმჯობესებაა.

შეზღუდვა დაწესდა სახელმწიფო კომპლექსის – Outagamie County Recycling & Solid Waste-ის ტერიტორიაზე გამავალ გზებზე.

ადმინისტრაციის განმარტებით, ზუსტად ასეთი რიცხვი სპეციალურად ფსიქოლოგიური ეფექტისთვის შეარჩიეს. მათი თქმით, მძღოლების დიდი ნაწილი სტანდარტულ საგზაო ნიშნებს დროთა განმავლობაში ავტომატურად აღიქვამს და ნაცნობ მარშრუტებზე ხშირად ყურადღებას აღარ აქცევს.

არასტანდარტული მაჩვენებელი კი ავტომატურად იპყრობს ყურადღებას და მძღოლს აიძულებს დაფიქრდეს, რატომ არის მითითებული ასეთი ზუსტი რიცხვი. იდეის ავტორები ფიქრობენ, რომ ამგვარი „გაკვირვების ეფექტი“ მძღოლებს „ავტოპილოტის რეჟიმიდან“ გამოიყვანს და სიჩქარის შემცირებას შეუწყობს ხელს.

მსგავსი ფსიქოლოგიური მიდგომები საგზაო უსაფრთხოების სფეროში სულ უფრო ხშირად გამოიყენება – სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ მძღოლების ყურადღების მართვა ზოგჯერ უფრო ეფექტურია, ვიდრე მხოლოდ მკაცრი ჯარიმები ან დამატებითი კონტროლი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები