LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ში 3000 ადამიანს ”დემონით” გაასეირნებენ

12

სერვისმა Indiegogo ჩაუშვა კამპანია, სადაც 1 072 500 დოლარი უნდა შეგროვდეს. ამ თანხას ერთი ავტომობილის, Dodge Challenger Demon-ის შესაძენად დახარჯავენ. 325 დოლარის სანაცვლოდ მსურველი მიიღებს შესაძლებლობას მეოთხედი მილი ”დემონით” ირბოლოს. სულ ასეთი შესაძლებლობა სამი ათას ადამიანს მიეცემა.

კამპანიის ორგანიზატორებს სურთ ”დემონი” შეძენისთანავე ატელიე Gas Monkey Garage-ში გადაღებონ და ძარაზე აქციის ყველა იმ მონაწილის სახელი და გვარი დაიტანონ, რომლებიც 325 დოლარს გადაიხდიან.

შეგახსენებთ, Dodge Challenger SRT Demon აღჭურვილია 6,2 ლიტრის მოცულობის V8 ძრავით. ოფიციალური მონაცემებით, ნულიდან 96 კილომეტრს დემონი 2,3 წამში კრებს, მეოთხედ მილს, კი რაც 402 მეტრს შეადგენს, მხოლოდ 9,65 წამში ფარავს.

ასევე, აქციის ყველა მონაწილე მიიღებს სპეციალურ ხის კეისს ინდივიდუალური ნომრით, სადაც მოთავსებული იქნება სერტიფიკატი, მეხსიერების ბარათი ვიდეოჩანაწერით და გარბენის ამსახველი ფოტოები.

შეგროვებული თანხა გარდა ავტომობილისა, შეღებვისა და ტრასის არენდისა, ფოტო-ვიდეო გადაღებისთვის საჭირო აპარატურას, დაზღვევას, ხარჯებსა და სპეციალური საიტის შექმნას მოხმარდება, სადაც კამპანიაში მონაწილე ყველა პირის სახელი და გვარი იქნება დაფიქსირებული.

https://www.youtube.com/watch?v=iXAdtiNtiho

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები