პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ნინო წილოსანი აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საინაუგურაციო სიტყვას ეხმაურება სოციალურ ქსელში და წერს, რომ ტრამპი მშვიდობისმყოფელი იქნება და ომებს დაასრულებს.
„პრეზიდენტ ტრამპის საინაუგურაციო სიტყვის მთავარი აქცენტია რომ აშშ-ში ახალი ოქროს ხანა იწყება, სადაც დასრულდება ცენზურა და დაბრუნდება სიტყვის თავისუფლება
დასრულდება იუსტიციის დეპარტამენტის პოლიტიკური მიზნებით გამოყენება
იარსებებს მხოლოდ ორი სქესი – ქალი და კაცი
და მისი მმართველობის მთავარი მემკვიდრეობა იქნება ის, რომ ის იქნება მშვიდობისმყოფელი და დაასრულებს ომებს“, – წერს ნინო წილოსანი.
ცნობისთვის, საინაუგურაციო გამოსვლაში დონალ ტრამპმა განაცხადა, რომ ის დაასრულებს პოლიტიკას, რომელიც, მისივე თქმით, იყო რასისა და სქესის შემოტანა „საზოგადოებრივი და პირადი ცხოვრების ყველა ასპექტში“.