ამერიკული ავიახაზების თვითმფრინავი, რომელსაც 78 მგზავრი გადაჰყავდა, დენვერის საერთაშორისო აეროპორტში დაჯდომის შემდეგ მოულოდნელად აალდა. მგზავრები იძულებულნი გახდნენ თვითმფრინავის ფრთაზე დამდგარიყვნენ, მოგვიანებით კი მათი ევაკუაცია ტრაპით მოხდა. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.
ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის ცნობით, ბოინგ 737-800,1006 კოლორადოს სპრინგსის აეროპორტიდან აფრინდა და დალას-ფორტ უორტის საერთაშორისო აეროპორტისკენ მიემართებოდა, როდესაც “ეკიპაჟმა ძრავის ვიბრაციის შესახებ შეტყობინება გაგზავნა”.
ავიაკომპანიის განცხადებით, 12 მგზავრი გამოკვლევებისთვის საავადმყოფოში გადაიყვანეს. სერიოზული დაზიანება არავის აღენიშნება.
სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ ვიდეოებში ჩანს, რომ ცეცხლს თან ახლავს ძლიერი დაკვამლიანება.
ინციდენტის გამომწვევი მიზეზის დასადგენად მიმდინარეობს გამოძიება.

