LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ში, ჩიკაგოში, საერთაშორისო გამოფენაზე – U.S. Private Label Trade Show ქართული სტენდი იყო წარმოდგენილი

116
გამოფენა

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ ჩიკაგოში, გამოფენაზე U.S. Private Label Trade Show ექვსმა ქართულმა კომპანიამ დამთვალიერებელს საკუთარი წარმოების სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია გააცნო.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ქართული კომპანიები გამოფენაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით წარდგა.

„საქართველოს სტენდზე წარმოდგენილი იყო კომპანიების: „აჩინებული“, „კულა“, „არომაპროდაქთსი“, „აქუაგეო“, „რუისპირი“ და „როიალნათსის“ წარმოების ორგანული წვენები, თხილი, ღვინო, წყალი, ხილისა და ბოსტნეულის საკონსერვო ნაწარმი.

„გამოფენის გახსნას სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის პირველი მოადგილე გიორგი ფანცულაია და დირექტორის მოადგილე გიორგი ჯიბლაძე ესწრებოდნენ.

U.S. Private Label Trade Show ერთ-ერთი უმსხვილესი გამოფენაა. მიმდინარე წელს გამოფენაში 1 700-ზე მეტმა ადგილობრივმა თუ საერთაშორისო კომპანიამ მიიღო მონაწილეობა 60-ზე მეტი ქვეყნიდან,“ – აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g