LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ში ძაღლებისთვის პირველი ავიახაზი იწყებს ფუნქციონირებას

128
ოთხფეხა მგზავრი

ძაღლის სათამაშოების მწარმოებელი ამერიკული კომპანია Bark ძაღლების მეპატრონეებს სპეციალური ჩარტერულ რეისით მგზავრობას სთავაზობს ნიუ-იორკიდან ლოს-ანჯელესისა და ლონდონის მიმართულებებით.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, ოთხფეხა მგზავრები და მათი მეპატრონეები ბორტზე პრემიუმ ხარისხის მომსახურებას მიიღებენ. იმავდროულად, აფრენამდე და დაფრენამდე, ძაღლებს ყურის დაგუბების საწინააღმდეგო სპეციალურ სასმლით გაუმასპინძლდებიან. თვითმფრინავის სალონში დაუკრავს დამამშვიდებელი მუსიკა და მოწყობილი იქნება სათამაშო მოედანიც.

Bark Air პირველ რეისს 23 მაისს შეასრულებს. ნიუ-იორკიდან ლოს-ანჯელესამდე ცალმხრივი ბილეთი ძაღლისა და მისი მეპატრონისთვის 6000 დოლარი, ნიუ-იორკიდან ლონდონამდე ცალმხრივი ბილეთი კი 8000 დოლარი ეღირება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები