აშშ-ში Ford F-Series-ის პიკაპების ფარებს იპარავენ, თანაც აქტიურად. ტეხასში გახსნეს დაჯგუფების საქმე, რომელთა ანგარიშზეც 34 გაძარცვული მანქანაა. 2024 წლის სექტემბრიდან 2025 წლის იანვრამდე პერიოდში მთლიანობაში 92 ათასი დოლარის ფარები მოიპარეს. სამი ეჭვმიტანილი დაკავებულია და მათ ბრალი უკვე წაუყენეს. დოკუმენტების მიხედვით, ყველაზე მეტად უახლესი Ford F-350 დაზარალდა.
ტეხასის პოლიციის ინფორმაციით, ფარების მოსაპარად დამნაშავეებს სულ რამდენიმე წუთი სჭირდებათ და თან სპეციალური მომზადებაც არაა საჭირო. დაკავებულ ეჭვმიტანილებს 34 ეპიზოდს ედავებიან, თუმცა რეალური ქურდობები ბევრად მეტია და Ford F-Series მეპატრონეებს პრობლემის შესახებ აფრთხილებენ.
საინტერესოა, რომ პოპულარულ მოდელზე უკანა ოპტიკის გამოცვლა 4500-დან 6500 დოლარამდე ღირს და მათი ქურდობაც სწორედ ამიტომ არის ასეთი პოპულარული.