შეერთებულ შტატებში გადაუღებელ წვიმებს სულ მცირე 5 ადამიანი ემსხვერპლა. ქვეყნის ცენტრალურ რეგიონებში გადაუღებელ წვიმებს ძლიერი წყალდიდობა მოჰყვა.
შტორმი დაატყდა თავს კენტუკისა და ტენესის შტატებს, სადაც ტორნადომ ათობით საცხოვრებელი სახლი გაანადგურა.
დაზარალებულ რეგიონებში ამ დრომდე მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები. რამდენიმე შტატში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.