ამერიკელების 58% მიიჩნევს, რომ ვაშინგტონი მოსკოვთან ურთიერთობების გაუმჯობესებას უნდა შეეცადოს. ასეთია გამოკითხვის შედეგები, რომელიც სოციოლოგიურმა სამსახურმა Gallup-მა ჩაატარა.
რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი დიპლომატიური და ეკონომიკური სანქციების დაწესებას კი რესპონდენტთა 36% უჭერს მხარს.
ამასთან, გამოკითხულთა 78% მიიჩნევს, რომ მოსკოვი 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიაში ჩაერია, 39% კი დარწმუნებულია, რომ რუსეთის ქმედებებმა არჩევენების შედეგებზე გავლენა იქონია.
Gallup-ის სატელეფონო კვლევა 1-დან 12 აგვისტომდე პერიოდში ჩატარდა და მასში ყველა შტატიდან 1024 ადამიანი მონაწილეობდა.