მსოფლიო მასშტაბით ყველაზე მეტი ინფიცირებული ამერიკის შეერთებულ შტატებში ფიქსირდება. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, აშშ-ში ამ დროისთვის, კორონავირუსი შტატებში 124 464 ადამიანს დაუდგინდა. აქედან, 2 191 გარდაიცვალა, 1095 კი განიკურნა.
შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილს მსოფლიოში იტალია – 92 472, მესამე ადგილზე – ჩინეთი 82 057, მეოთხეს კი ესპანეთი – 73 275 იკავებს.
რაც შეეხება ფატალურ შემთხვევებს , ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კვლავ იტალიაში ფიქსირდება, სადაც კორონავირუსმა უკვე 10 023 ადამიანი იმსხვერპლა.
ესპანეთში გარდაცვლილთა რაოდენობა 6 000 აღწევს, ხოლო ჩინეთში 3 300-ს გადააჭარბა.
„კოვიდ-19“-ის სახელით ცნობილი ვირუსი პირველად ჩინეთში, უხანში გავრცელდა. დღეს კი ვირუსი საერთაშორისო მასშტაბით 177 ქვეყანასა და ტერიტორიაზე ფიქსირდება. ინფიცირებულების საერთო რაოდენობა 652 079-ს შეადგენს. დაღუპულია 30 313 ადამიანი.