LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ში მანქანებს უსაფრთხოების გასაზრდელად დიზაინს შეუცვლიან

115
აშშ-ში მანქანებს უსაფრთხოების გასაზრდელად დიზაინს შეუცვლიან

ამერიკელ ავტომწარმოებლებს შესაძლოა კაპოტების შემცირება აიძულონ. საგზაო მოძრაობის ნაციონალური უსაფრთხოების მართვის სააგენტომ გადაწყვიტა, რომ ავტომობილის წინა ნაწილის დაპროექტებასთან მიმართებით მიდგომა შეცვალოს.

საუბარია, პირველ რიგში კაპოტებსა და რადიატორის ბადეებზე – რომელიც ქვეითებისთვის განსაკუთრებით საშიშ ელემენტებს წარმოადგენს. ექსპერტთა აზრით, მსგავსი ცვლილება საწვავის დაზოგვის შესაძლებლობასაც გაზრდის.

სამწუხარო სტატისტიკით, ბოლო ათ წელში იმ ქვეითთა რაოდენობა, რომლებიც აშშ-ში ავტო საგზაო შემთხვევებს შეეწირნენ, ორჯერაა გაზრდილი. მთავრობა აქტიურად მუშაობს, რათა ეს სტატისტიკა შეცვალოს, ავტომობილის პროექტირების კორექტირებაც ამ მიზანს ემსახურება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები