კარდიოლოგმა ალექსანდრე თორელმა ახლახან აშშ-ში კლინიკა გახსნა, სადაც ამერიკაში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს მშობლიურ ენაზე ემსახურებიან.
ქუთაისელი ექიმი ჟურნალ „სარკესთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ ემიგრანტები ძალიან ბევრს მუშაობენ და ჯანმრთელობის დიდი პრობლემებიც ექმნებათ:
„აქ ჩამოსული ქართველი ქალები და მამაკაცები ძალიან ბევრს მუშაობენ. კაცებს უწევს 14-16-საათიანი მუშაობა. თან, სიგარეტს ეწევიან, ნაკლებს მოძრაობენ, წონაში იმატებენ. აქაური საჭმელი ძალიან მძიმეა და ხშირია ინფარქტი. სამწუხაროდ, ყოველდღიურად მიწევს მსგავს პრობლემასთან შეხება. ქოლესტერული დაავადებები, დიაბეტი ათმაგდება აქ. სტრესიც დიდ როლს ასრულებს. აქ ჩამოსულებს უნდათ, რაც შეიძლება მეტი იმუშაონ და მეტი ფული გააკეთონ, ეს კი მძიმედ აისახება ჯანმრთელობაზე. მე, როგორც კარდიოლოგს, ქართველებში წლიდან უკვე მწვავე ინფარქტთან მაქვს შეხება და არცთუ იშვიათად. ქალებს აქვთ დეპრესია, რასაც გამოკეტილი მუშაობა იწვევს. ოჯახების სარჩენად, ფაქტობრივად, თავს სწირავენ…“