LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი ვაქცინაციის მითებზე წერს: “ანალგინს ვაქცინის ალერგიაზე 1000-ჯერ ხშირად აქვს სიცოცხლისთვის სახიფათო გართულება”

412
davitmrelashvili20111-2020-12-01-10-43-03-234683

ამე­რი­კა­ში მოღ­ვა­წე ქარ­თვე­ლი ნევ­რო­ლო­გი და­ვით მრე­ლაშ­ვი­ლი ვაქ­ცი­ნა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით ვრცელ პოსტს აქ­ვეყ­ნებს და საზოგადოებას აწვდის ინფორმაციას იმ მი­თე­ბის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც ვაქ­ცი­ნას უკავ­შირ­დე­ბა.

“ვაქ­ცი­ნა­ცი­ის და­წყე­ბა არის პან­დე­მი­ის დას­რუ­ლე­ბის და­სა­წყი­სი. გი­ლო­ცავთ!!! ახლა კი სე­რი­ი­დან #და­ვამ­სხვრი­ოთ­კო­ვიდ­მი­თე­ბი­

ერთ პოსტსაც დავ­დებ ვი­საც სურ­ვი­ლი აქვს რომ რე­ა­ლუ­რი სა­მე­დი­ცი­ნო ფაქ­ტე­ბი გა­ი­გოს რი­გი­თი ადა­მი­ა­ნის (არა ექი­მის­თვის) გა­სა­გებ ენა­ზე. იმე­დია ნაკ­ლე­ბად მო­უს­მე­ნენ ინ­ტერ­ნეტ-შა­მა­ნებს რომ­ლე­ბიც შარ­შან გა­მო­ი­ჩეკ­ნენ ამ სფე­რო­ში და მათ მი­მართ ყუ­რა­დღე­ბის დე­ფი­ცი­ტის შე­სავ­სე­ბად ყვე­ლა ღო­ნეს ხმა­რო­ბენ რომ დე­ფორ­მი­რე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც უფრო მე­ტად სენ­სა­ცი­უ­რად ჟღერს (და მათ პო­პუ­ლა­რო­ბას უწყობს ხელს) – მი­ა­წო­დონ მო­სახ­ლე­ო­ბას.

მე უფრო იმ ხალ­ხის გამ­კვირ­ვე­ბია რომ­ლე­ბიც ამ შა­მა­ნებს უს­მე­ნენ, და არა იმ ექი­მებს და მეც­ნი­ე­რებს რომ­ლე­ბიც 10,20 და ზო­გი­ერ­თი 40+ წელი სწავ­ლო­ბენ მე­დი­ცი­ნას და ლე­გი­ტი­მუ­რი ცოდ­ნა აქვთ სფე­რო­ში.

მითი #1:

“ას­ტრა­ზე­ნე­კა ცუდი ვაქ­ცი­ნაა, ევ­რო­პამ მისი გა­მო­ყე­ნე­ბა შე­ა­ჩე­რა” – მტკნა­რი ტყუ­ი­ლი (და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში არ­სე­ბუ­ლი ახა­ლი ამ­ბე­ბის დე­ფორ­მი­რე­ბუ­ლი და მცდა­რი ინ­ტერპრე­ტა­ცია).პრე­პა­რა­ტის ან ვაქ­ცი­ნის დრო­ე­ბით და­პა­უ­ზე­ბა აბ­სო­ლუ­ტუ­რად ჩვე­უ­ლებ­რი­ვი პრაქ­ტი­კა რაც ნე­ბის­მი­ე­რი წამ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბი­სას ხდე­ბა პრაქ­ტი­კა­ში, უბ­რა­ლოდ სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნას ამის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აქვს (და ზო­გი­ერთ გან­ვი­თა­რე­ბულ ქვე­ყა­ნა­საც კი საკ­მა­ოდ მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი და ხის­ტი აქვს ეს კა­ნონ­მდებ­ლო­ბა).

ზოგი აჩე­რებს, ზოგი მიმ­დი­ნა­რედ აკ­ვირ­დე­ბა, და ასე შემ­დეგ.არ უნდა დაგ­ვა­ვი­წყდეს რომ აუ­ცი­ლებ­ლად გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ის ფაქ­ტი – ვაქ­ცი­ნა­ცი­ის შე­ჩე­რე­ბა უფრო მეტი სი­ცო­ცხლე დაგ­ვიჯ­დე­ბა (ის თრომ­ბო­ზის სა­ვა­რა­უ­დო შემ­თხვე­ვე­ბი მარ­თა­ლიც რომ გა­მომ­დგა­რი­ყო უა­რეს შემ­თხვე­ვა­ში), თუ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის გაგ­რძე­ლე­ბა და შე­დე­გად გა­დარ­ჩე­ნი­ლი სი­ცო­ცხლე­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა.მინ­და ასე­ვე გი­თხრათ რომ მე პი­რა­დად, ერთ ექიმს, უფრო მეტი თრომ­ბო­ზუ­ლი გარ­თუ­ლე­ბა მაქვს ნა­ნა­ხი თვი­თონ კო­ვი­დის­გან, ვიდ­რე ას­ტრა­ზე­ნე­კას ვაქ­ცი­ნით მი­ლი­ო­ნო­ბით აც­რილ ადა­მი­ან­ში ჯამ­ში აღ­წე­რე­ი­ლი „სა­ვა­რა­უ­დო შემ­თხვე­ვე­ბი“ (რო­მე­ლიც ბო­ლოს დამ­ტკიც­და რომ არ ყო­ფი­ლა კავ­შირ­ში). დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ ასე­ვეა არა­ერ­თი ჩემი კო­ლე­გა სა­ქარ­თვე­ლო­შიც ვინც კო­ვი­დი­ან პა­ცი­ენ­ტებს ნა­ხუ­ლობს. ასე რომ ყვე­ლა­ფე­რი მი­უ­თი­თებს იმა­ზე რომ გა­ცი­ლე­ბით მეტი თრომ­ბო­ზი გგვე­ლის კო­ვი­დის­გან, ვიდ­რე ვაქ­ცი­ნის­გან.

მითი #2

– ვაქ­ცი­ნა კლავს, ბევ­რი ცუდი გარ­თუ­ლე­ბა აქვს, მათ შო­რის სი­ცო­ცხლეს­თან სა­ში­ში ალერ­გი­ა­პე­ნი­ცი­ლი­ნი – რო­მე­ლიც თით­ქმის ყვე­ლა ჩვენ­თა­განს აქვს მი­ღე­ბუ­ლი, ახა­სი­ა­თებს ანა­ფი­ლაქ­სია 10,000 ადა­მი­ან­ში 2-დან 5 შემ­თხვე­ვამ­დე (https://bit.ly/3ezpZMx ). ის ალერ­გი­უ­ლი რე­აქ­ცია რო­მე­ლიც ვაქ­ცი­ნებს აქვს მი­ლი­ონ­ში 2-5-მდე.ანუ პე­ნი­ცი­ლინს 100-ჯერ უფრო ხში­რი გარ­თუ­ლე­ბა აქვს ვაქ­ცი­ნის ყვე­ლა­ზე ცუდი გარ­თუ­ლე­ბა­ზე!!! ყო­ველ წელს პე­ნი­ცი­ლი­ნის უე­ცა­რი ალერ­გია 500 ადა­მი­ანს კლავს აშშ-ში. რა­ტომ ვაგ­რძე­ლებთ მის გა­მო­ყე­ნე­ბას? და რა­ტოა პე­ი­ნი­ცი­ლი­ნი გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის ალ­ბათ ყვე­ლა­ზე დიდი აღ­მო­ჩე­ნა მე­დი­ცი­ნა­ში? იმი­ტომ რომ ყო­ველ წელს 500 უიღ­ბლოს თუ კლავს – მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ანს გა­და­არ­ჩენს ინ­ფექ­ცი­ე­ბის­გან.

ანალ­გი­ნი – რო­მე­ლიც ასე­ვე თით­ქმის ყვე­ლას გვაქვს “ნაყ­ლა­პი” (უკაც­რა­ვად ჟარ­გონ­ზე) ჩემი ჩათ­ვლით, ვაქ­ცი­ნის ალერ­გი­ა­ზე 1000-ჯერ უფრო ხში­რად აქვს სი­ცო­ცხლის­თვის სა­ხი­ფა­თო გარ­თუ­ლე­ბა აგ­რა­ნუ­ლო­ცი­ტო­ზი (ძვლის ტვი­ნის ფუნ­ქცი­ის და­კარ­გვა) https://bit.ly/3ewDjS1 , რის გა­მოც იგი წლე­ბია აკ­რძა­ლუ­ლია (და არა 2 კვი­რით და­პა­უ­ზე­ბუ­ლია) აშშ-ში, ევ­რო­პის სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნებ­ში, ავ­სტრა­ლი­ა­ში, ია­პო­ნი­ა­ში და ასე შემ­დეგ.

ამის შემ­დეგ შე­გიძ­ლი­ათ თქვე­ნი სა­აფ­თი­ა­ქო ყუ­თი­დან ამო­ი­ღოთ ანალ­გი­ნი, და­ხე­დეთ რა­მო­დე­ნი­მე წამი, და შემ­დეგ გა­და­წყვი­ტეთ რომ­ლის მი­ღე­ბა გირ­ჩევ­ნი­ათ – ანალ­გი­ნის თუ ვაქ­ცი­ნის.ცოტა ლი­რი­ულ გა­დახ­ვე­ვას გა­ვა­კე­თებ მათ­თვის ვი­საც ეს მა­თე­მა­ტი­კა და „ნუ­ლი­ა­ნე­ბი“ აბ­ნევს. ამა­ზო­ნის ჯუნ­გლებ­ში ან აფ­რი­კის სა­ჰა­რა­ში თუ მოგ­ზა­უ­რობთ რკი­ნის გი­სო­სე­ბით გა­და­ხუ­რულ „ჯი­პით“, შე­იძ­ლე­ბა მძღო­ლი ხეს და­ე­ჯა­ხოს და ამის შე­დე­გად ხალ­ხი და­ი­ღუ­პოს. ალ­ტერ­ნა­ტი­ვაა ფე­ხით ია­როთ (ხეს სა­სიკ­ვდი­ლედ ვერ და­ე­ჯა­ხე­ბით ფე­ხით მო­სი­ა­რუ­ლე), თუმ­ცა ამ შემ­თხვე­ვა­ში გა­ცი­ლე­ბით დიდი შან­სია ლო­მის ან სხვა რო­მე­ლი­მე მტა­ცებ­ლის სა­დი­ლი გახ­დეთ ხო? აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე რკი­ნის გი­სო­სე­ბი­ან ჯიპს ირ­ჩევს ნე­ბის­მი­ე­რი ჭკვათ­მყო­ფე­ლი. ჰოდა აქ ჯიპი ვაქ­ცი­ნაა, და უვაქ­ცი­ნო­ბა ფე­ხით სი­ა­რუ­ლი კო­ვი­დის პან­დე­მი­ის ჯუნ­გლებ­ში .

მითი #3

ვაქ­ცი­ნა სულ რა­ღაც თვე­ე­ბის შექ­მნი­ლია, და არა­ვინ იცის რა გარ­თუ­ლე­ბე­ბი ექ­ნე­ბა მო­მა­ვალ­ში. უკაც­რა­ვად, ჯერ ერთი კო­რო­ნა­ვირუ­სიც სულ ახა­ლი ვირუ­სია, და მისი და­მარ­თვის შე­დე­გა­დაც (თუ არ მოკ­ვდი) არა­ვინ არ იცის რა გარ­თუ­ლე­ბებს და­ტო­ვებს შო­რე­ულ მო­მა­ვალ­ში… უფრო სწო­რედ ვი­ცით – ის ნამ­დვი­ლად ტო­ვებს პოსტ-კო­ვი­დურ გარ­თლე­ბებს. უახ­ლე­სი გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი კვლე­ვის შე­დე­გად ლან­ცეტ­ში (https://bit.ly/2Q1gg7G ) ინ­ფექ­ცი­ი­დან 6 თვის მე­რეც კი 76%-ს ანუ ოთხი­დან სამ ადა­მი­ანს (უმე­ტე­სო­ბას!) მი­ნი­მუმ ერთი დარ­ჩე­ნი­ლი სიმპტო­მი ჰქონ­და, მათ შო­რის ორ­გა­ნუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი გულ­ში, ფილ­ტვში, ტვინ­ში, ზო­გი­ერ­თი კონ­კრე­ტუ­ლი სიმპტო­მე­ბი იყო დაღ­ლი­ლო­ბა და სი­სუს­ტე – 63%, უძი­ლო­ბა – 26%, დეპ­რე­სია და შფოთ­ვა 23%, თმის ცვე­ნა 22%, და ასე შემ­დეგ. ვაქ­ცი­ნა­ცი­ას არ ახა­სი­ა­თებს ასე­თი გვერ­დი­თი ეფექ­ტე­ბი. 6 თვე­ზე მეტი გა­ვი­და რაც ათი­ა­თა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი აიც­რა სა­წყის კვლე­ვებ­ში, და ეს ფაქ­ტია რომ ასეა, და არა ვა­რა­უ­დი ან იმე­დი.რაც შე­ე­ხე­ბა იმას თუ „წლე­ბის მერე რას და­ტო­ვებს“ ვაქ­ცი­ნა.

და ისევ – ამა­ზე ნერ­ვი­უ­ლობს ძი­რი­თა­დად ის ხალ­ხი ვინც არ იცის იმუ­ნო­ლო­გია და ფი­ზი­ო­ლო­გია. საქ­მე იმა­შია რომ ვაქ­ცი­ნა თა­ვის მოქ­მე­დე­ბის მე­ქა­ნიზ­მი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რა­მო­დე­ნი­მე თვე­ში უკვე ახალს არა­ფერს ჰმა­ტებს ორ­გა­ნიზმს, ანუ თუ რამე „მო­სახ­დე­ნი იყო აქამ­დე მოხ­დე­ბო­და“ 99.99% შემ­თხვე­ვა­ში.

ამი­ტომ ვამ­ბობთ რომ ეს კვლე­ვე­ბი რომ ჩა­ტარ­და და დას­რულ­და 2020-ში, საკ­მა­რი­სია რომ უსაფრ­თხოდ ავცრათ მო­სახ­ლე­ო­ბა. რა თქმა უნდა სი­ტყვა „უსაფრ­თხო“ ფარ­დო­ბი­თა, და თქვენ თვი­თონ ნა­ხეთ პე­ნი­ცი­ლი­ნის და ანალ­გი­ნის მა­გა­ლი­თი, მაგ­რამ ერთ რამ რაც მსოფ­ლიო მე­დი­ცი­ნას შე­უძ­ლია თქვას ამ ეტაპ­ზე არ­სე­ბუ­ლი ცოდ­ნით, რომ დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი და ხა­რის­ხი­ა­ნი კო­ვი­დის ვაქ­ცი­ნა პე­ნი­ცილნზე და ანალ­გინ­ზე უსაფრ­თხოა გინდ გარ­თუ­ლე­ბე­ბით, გინდ სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბით. თუ ვინ­მეს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზრი გაქვთ – გთხოვთ ფაქ­ტე­ბით მე­სა­უბ­როთ, და არა ემო­ცი­ე­ბით და შა­მა­ნე­ბის პოს­ტე­ბის გა­ზი­ა­რე­ბით .ჯან­მრთე­ლო­ბას და დრო­უ­ლად აც­რას გი­სურ­ვებთ!” – წერს მრე­ლაშ­ვი­ლი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g