LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აშშ-ში პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს დემოკრატიულად არჩეული მთავრობა და არავინ სხვა“ – მეთიუ მილერი ირაკლი კობახიძის განცხადებაზე

115
მეთიუ მილერი ირაკლი კობახიძე

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, მეთიუ მილერი საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას ეხმაურება, რომლის თქმითაც, „აშშ-ის მიერ საქართველოს ოთხი მოქალაქის, მათ შორის პოლიციის ორი მაღალჩინოსნის სანქცირების გადაწყვეტილება არა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია, არამედ გარკვეულმა ძალებმა მიიღეს“.

როგორც მეთიუ მილერი აღნიშნავს, „ამერიკის შეერთებულ შტატებში, მსოფლიოს ზოგიერთი ქვეყნისგან განსხვავებით, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს დემოკრატიულად არჩეული მთავრობა და არავინ სხვა“.

შტატების საელჩო ბლინკენის განცხადებას ავრცელებს: „ხელისუფლების ორ ოფიციალურ პირს – ზვიად „ხარება“ ხარაზიშვილს და მის ერთ-ერთ მოადგილეს, ექსტრემისტული დაჯგუფების ლიდერებს, კონსტანტინე მორგოშიასა და ზურაბ მახარაძეს სანქციები დაუწესდა“

მეთიუ მილერს დაუსვეს შეკითხვა, რას ფიქრობდა იმასთან დაკავშირებით, რომ სანქციების საპასუხოდ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ეს არ იყო სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება, არამედ სხვა ჯგუფების მიერ მიღებული გადაწყვეტილება და ასევე გამოქვეყნდა პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის განცხადება, რომელშიც მითითებულია, რომ „ამ გადაწყვეტილებით ამერიკული მხარე კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა“.

„შეერთებულ შტატებში, მსოფლიოს ზოგიერთი ქვეყნისგან განსხვავებით, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს დემოკრატიულად არჩეული მთავრობა და არავინ სხვა“, – აღნიშნა მილერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g