აშშ-ში, ფლორიდის შტატში, ქარიშხალ “მილტონის” შედეგად დატბორილ დასახლებულ პუნქტებში ალიგატორები გამოჩდნენ. ინფორმაციას daily mail-ი ავრცელებს. უკვე დაფიქსირდა თავდასხმის შემთხვევაც.
როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, ზარმაზარი ალიგატორი მათ მანქანას დაესხა თავს, როდესაც ის ადიდებულ წყალში იძირებოდა.
ექსპერტების განმარტებით, წყლის კალაპოტის აწევა ალიგატორებს საშუალებას აძლევს აქამდე მიუწვდომელ და უცნობ ადგილებში გადავიდნენ. მათ შორის, დასახლებულ პუნქტებში, სადაც ისინი აქამდე არ ხვდებოდნენ.
ქარიშხალი “მილტონი” ფლორის შტატში კვლავ მძვინვარებს. შტატს მე-3 კატეგორიის ქარიშხალი გასულ ღამეს დაატყდა თავს, მილიონობით ადამიანი ევაკუირებულია ან ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.