აშშ-ში საქართველოს ელჩი, არჩილ გეგეშიძე თბილისში იმყოფება. ის საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტებებისთვის დაიბარეს. არ არის გამორიცხული, რომ გეგეშიძე ახალმა ელჩმა ჩაანაცვლოს, ის კი შტატებიდან გამოიწვიონ. ინფორმაციას რუსთავი 2 ავრცელებს.
რამდენიმე წუთის წინ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ, აღნიშნა, რომ ის ჯერ ელჩისგან მიიღებს ამომწურავ ინფორმაციას სკანდალური განცხადებების შესახებ და გადაწყვეტილებას შემდეგ მიიღებს.
მინისტრის პოზიციას იზიარებს მიხეილ ჯანელიძის მოადგილე, დავით ზალკალიანიც, რომელიც ამბობს, რომ მთლიანი სურათი უნდა გაანალიზდეს და გადაწყვეტილება შემდეგ უნდა იყოს მიღებული.
აშშ-ში საქართველოს ელჩმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ პრორუსული ძალები მმართველ გუნდში არიან, მაგრამ გადაწყვეტილების მიმღებ პროცესზე არ მოქმედებენ.