LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ში საქართველოს საელჩომ ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცის ხსოვნის პატივსაცემად უცნობისგან წერილი და ყვავილები მიიღო (ფოტო)

160
iPiccy-collage

აშშ-ში საქართველოს საელჩომ ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცის, ვასილ ყულჯანიშვილის ხსოვნის პატივსაცემად უცნობი ავტორისგან წერილი და ყვავილები მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ში საქართველოს საელჩო „ფეისბუქის“ გვერდზე ავრცელებს.

ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროს სახელობის მოედანი გაიხსნა (ვიდეო)

ვასილ ყულჯანიშვილის გარდაცვალებიდან დღეს ოთხი წელი გავიდა

„დღეს დილას გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ. საელჩოში დაგვხვდა უცნობის მიერ გამოგზავნილი ყვავილები წერილით, რომელიც ავღანეთში ‘მტკიცე მხარდაჭერის’ მისიაში 2015 წელს დაღუპული ქართველი ჯარისკაცის ვასილ ყულჯანიშვილის ხსოვნის პატივისცემას გამოხატავს. “ყველა ჩვენთაგანისაგან აშშ-ის შეიარაღებულ ძალებში ვინც მუშაობდა ქართველ ჯარისკაცებთან ერთად, და ყველა იმათგან ვინც იბრძოდა შენთან ერთად. შენი მსხვერპლი არ არის დაკარგული და არც დავიწყებული”, ვკითხულობთ წერილში რომელიც ხელმოწერილია “ყველა ჩვენ”.

ჩვენი უღრმესი პატივისცემა უცნობ ამერიკელ ჯარისკაცს და ყველა მეომარს მშვიდობისა და თავისუფლებისათვის!

Our huge gratitude to the US soldier leaving the most heartwarming message at the Embassy door today!❤
#GEOUS????,“ – წერია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g