LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ შიდა წვის ძრავაზე უარს იტყვის

71
usanewsauto

ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება 2035 წლიდან შიდა წვის ძრავაზე უარს იტყვის. ტრადიციული აგრეგატის მქონე ავტომობილები სამთავრობო ავტოპარკიდან კიდევ უფრო ადრე, 2027 წლიდან გაქრება. როგორც სააგენტო reuters იუწყება, ელექტროფიკაციის ბრძანებას ხელი პრეზიდენტმა უკვე მოაწერა. გეგმის მიხედვით, ჰაერში მავნე გამონაბოლქვი 2030 წლისთვის 65%-ით უნდა შემცირდეს, 2050 წლისთვის კი საერთოდ გაქრეს.

ბრძანებაში ნათქვამია, რომ აშშ-ს მთავრობა ეკოლოგიურ გზას პირადად აირჩევს.

ახალი პოლიტიკა გარემოს დაბინძურებას შეამცირებს, ელექტრომობილთა მწარმოებლებს მხარში დაუდგება. თუმცა, იქნება რამდენიმე გამონაკლისი, მაგალითად საომარი ავტომობილებისა და კოსმოსური აპარატებისთვის.

ამჟამად ფედერალური ხელისუფლება 657 ათას ავტომობილს ფლობს და ავტოპარკს ყოველწლიურად 50 ათასი მოდელით აახლებს. 2020 წელს ახალი სატრანსპორტო საშუალებებისთვის 4,2 მილიარდი დოლარი იყო გამოყოფილი, დამატებით 730 მილიონი საწვავზე დაიხარჯა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები