LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ უკრაინას 300 მილიონიან დახმარებას გაუგზავნის, მაგრამ პრეზიდენტი ამბობს, რომ ეს საკმარისი არ არის

116
_132900281_gettyimages-206451704

აშშ-ს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უახლოეს ხანში უკრაინას 300 მლნ დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გაუგზავნიან, რომელშიც შევა
საბრძოლო მასალა, იარაღი და მოწყობილობები.

თუმცა აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ კიევის მხარდაჭერისთვის ეს საკმარისი არ არის და კიდევ ერთხელ მოუწოდა კონგრესს, რაც შეიძლება მალე მიიღოს კანონი მნიშვნელოვნად მეტი თანხის გამოყოფაზე.

ეს პაკეტი აშშ-ის დახმარების პირველი ტრანშია წელს. ბოლოს კიევმა ამერიკული დახმარება გასული წლის 27 დეკემბერს მიიღო.

პენტაგონმა გამოაქვეყნა სია თუ რა დახმარებას მიიღებს უკრაინა.

ასევე ცნობილი გახდა, რომ უკრაინას დახმარების ახალ პაკეტს დანიაც გამოუყოფს: ეს ქვეყანა კიევს 336 მლნ დოლარის ღირებულების ჭურვებსა და საარტილერიო სისტემებს გაუგზავნის.

რატომ ყოვნდება უკრაინის დახმარება

დახმარების ახალი პაკეტის გამოყოფის შესახებ პრეზიდენტმა ბაიდენმა აცნობა.

„ის, რაც მოვიწონეთ, სრულებით არ არის საკმარისი, – თქვა ბაიდენმა ვაშინგტონში პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდასთან და პრემიერ დონალდ ტუსკთან მოლაპარაკებებისას. – კონგრესმა დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს შეთავაზებული უსაფრთხოების კანონპროექტი, რომელიც უკრაინის დახმარებასაც გულისხმობს“.

ბაიდენის ადმინისტრაციამ კონგრესს სთხოვა დაეთანხმოს დაახლოებით 60 მილიარდი დოლარის ბევრად მასშტაბურ დახმარებას.

უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დახმარების კანონპროექტი 95 მილიარდი დოლარის საერთო თანხაზე უკვე მოიწონა სენატმა, მაგრამ ჯერაც დაბლოკილია წარმომადგენელთა პალატაში ექს-პრეზიდენტ დონალტ ტრამპის მხარდაჭერთა და მათ მიერ დანიშნული სპიკერის მაიკ ჯონსონის გამო.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის როგორც რესპუბლიკური, ისე დემოკრატიული პარტიის წევრებმა დაიწყეს სპეციალური პეტიციისთვის ხელმოწერების შეგროვება, რამაც შესაძლოა დეპუტატები აიძულოს მიიღონ უკრაინის დახმარების კანონი. თუმცა ამისათვის საჭიროა პალატის 218 წევრის, ანუ უმრავლესობის, ხმა.

ბაიდენმა ტუსკთან და დუდასთან პრესკონფერენციის დროს კონგრესმენებს მოუწოდა იმოქმედონ „სანამ ძალიან გვიან არ იქნება“. მისი განცხადებით, რუსეთი არ გაჩერდება უკრაინაზე და ეს საფრთხეს შეუქმნის ევროპას, აშშ-ს და მთელ თავისუფალ სამყაროს.

წყარო: bbc.com

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები