LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ უკრაინას 60 მილიონი დოლარით დაეხმარება – ზელენსკი პირველ ლედისთან ერთად ვაშინგტონში ჩავიდა

55
zeenski biden

უკრაინის პრეზიდენტი პირველ ლედისთან ერთად ვაშინგტონში ჩავიდა.

ვლადიმირ ზელენსკი პირველ სექტემბერს შეხვდება აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ ფორმატში.

თავდაპირველად აშშ-ისა და უკრაინის ლიდერების მოლაპარაკებები 31 აგვისტოს იყო დაგეგმილი, თუმცა ამერიკული მხარის თხოვნით ერთი დღით გადაიდო, რადგან 31 აგვისტოს ავღანეთიდან ევაკუაციის ვადა იწურებოდა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის პენტაგონის ბიუჯეტიდან 60 მილიონი დოლარის ოდენობის ფინანსური დახმარების გამოყოფის განკარგულება გასცა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g