LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ უკრაინას „კამიკაძე დრონებს“ გადასცემს

399
კამიკაძე დრონი

ამერიკული გამოცემა, POLITICO წერს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას „კამიკაძე დრონებს“ გადასცემს. როგორც კონგრესმენმა მაიკ მაქკოლმა განმარტა, ამ ეტაპზე საუბარია უკრაინისთვის 100 დრონის გადაცემაზე.

მისივე თქმით, საუბარია Switchblade დრონებზე.

Switchblade დრონი მცირე ზომის საფრენი აპარატია, რომელსაც ოპერატორი მართავს ტაბლეტით. სწრაფად მოძრავი დრონი სამიზნეს ეჯახება და ფეთქდება, სწორედ ამიტომ ეძახიან მას „კამიკაძე დრონებს”, თუმცა Switchblade თარგმანში ავტომატურად გასახსნელ დანას ნიშნავს.