ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-ს ვიზისთვის ახალი ანკეტები შეადგინა, სადაც, ვიზის მსურველმა უნდა მიუთითოს ყველა სახელი, რომლითაც ბოლო 5 წლის მანძილზე რომელიმე სოციალურ ქსელში დარეგისტრირდა.
ამასთან, “როიტერსის” ინფორმაციით, ახალი პროცედურების მიხედვით, კონსულს შეუძლია მოგთხოვოთ ბოლო 15 წლის ბიოგრაფიული მონაცემები – წინა პასპორტების ნომრები, ელექტრონული ფოსტების მისამართები, ტელეფონის ნომრები, საცხოვრებელი მისამართები, დამსაქმებლები და მოგზაურობის ისტორია.
კრიტიკოსები ამბობენ, რომ ახალი კითხვები სიტუაციას დაამძიმებს, საერთაშორისო სტუნდეტებისა და მეცნიერებისთვის აშშ-ში ჩასვლა დროში ძალიან გაიწელება.
ახალ კითხვებზე პასუხები, ჯერ-ჯერობით, ნებაყოფლობითი იქნება, თუმცა ანკეტაში მითითებულია, რომ ინფორმაციის არასრული შევსების შემთხვევაში ვიზის გაცემის პროცესი გაიწელება, ან საერთოდ უარს ეტყვიან აპლიკანტს.
ამერიკელი უფლებადამცველები აპლიკაციაში კითხვების დამატებას კრიტიკულად უყურებენ. სან-ფრანცისკოში მდებარე საადვოკატო ბიუროს ადვოკატი ბაბაქ იუსეფზადე ამბობს, რომ აშშ-ს ვიზა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე რთულად ასაღებია, აპლიკაციის კიდევ უფრო გართულების საჭიროება კი გაუგებარია.
