სახალხო დამცველი ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტის დეტალებზე საუბრობს და აცხადებს, რომ შტატებში განხილული იქნა მიხეილ სააკაშვილის საქმის გარშემო განვითარებული მოვლენები.
ომბუდსმენის განცხადებით, მან საუბრისას აღნიშნა, რომ შტატების მხრიდან სახალხო დამცველის პოზიციონირების ღია მხარდაჭერის გარეშე, საქართველო რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა როგორც ქვეყანა და როგორც საზოგადოება.
ომბუდსმენი საქართველოში დემოკრატიის უკუსვლის შესაძლებლობებზეც საუბრობს.
„მთავარი თხოვნა და სათქმელი არის ის, რომ ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი მხარდაჭერა, განსაკუთრებით მედიის წარმომადგენლებს, ადამიანის უფლებადამცველებს, დემოკრატიის დამცველ ორგანიზაციებსა და დამოუკიდებელ ინსტიტუტებს, რათა ჩვენ შევძლოთ ერთობლივად ხელი შევუწყოთ საქართველოში დემოკრატიული პროცესების განვითარებას.” – აცხადებს ნინო ლომჯარია.
მისი განცხადებით, ეს პროცესი არ მიდის ტემპით.
ცნობისთვის, ომბუდსმენი ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის, კონგრესისა და უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს.