LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ასი ათასობით Ford-მა და Lincoln-მა დეფექტიანი ძრავები მიიღეს

120
Ford

700 000 ყველგანმავალი Ford და Lincoln დეფექტიანი ძრავა EcoBoost-ით დააკომპლექტეს. აშშ-ს საგზაო უსაფრთხოების ნაციონალური მართვის სააგენტომ ამ ორი მოდელის მასშტაბური შემოწმება უკვე დააანონსა. აღმოჩნდა, რომ საწარმოო დეფექტს, რომელიც 2,7 და 3,0 ლიტრის მოცულობის აგრეგატებს აქვს, ფატალური ხასიათი აქვს და ძრავის ტოტალურ გაფუჭებს იწვევს. დეფექტის გამოსწორება შეუძლებელია და ერთადერთი გზა აგრეგატის სრული ცვლილებაა.

პრობლემის გამოძიება 2022 წლის ზაფხულში დაიწყო, როცა Bronco-ს მეპატრონეები ძრავის გაფუჭებაზე ალაპარაკდნენ და მაშინ 26 შემთხვევა იყო უკვე დაფიქსირებული. გამოძიება შეეხო 2021 წლის 25 000-მდე Bronco-ს, თუმცა ცოტა ხნის წინ გაირკვა რომ დეფექტმა კიდევ უფრო მეტი მოდელი მოიცვა. შემოდგომისთვის Ford-ს კლიენტთა 328 საჩივარი დაუგროვდა, 487 ავტომფლობელი საგარანტიო რემონტს ითხოვს, ხოლო 809 ადამიანს გაფუჭებული აგრეგატი უკვე გამოუცვალეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები