LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ასი ათასობით Mercedes-Benz უკან გამოიწვიეს, მიზეზი აალების საშიშროებაა

68
benznews20

კომპანია Mercedes-Benz–მა დააანონსა უკან გამოწვევის მასშტაბური კამპანია, რომელიც 2016 წლიდან 2020 წლამდე გამოშვებულ C-Class–სა და GLC–ს შეეხება, მთლიანობაში 264 393 ეგზემპლარს. ამ ავტომობილებს სარემონტოდ სერვისებში გაგზავნიან, რადგან მათი აალების სერიოზული საფრთხე არსებობს.

გერმანული პრესის ინფორმაციით, დეფექტი ე.წ. ინერტიზაციის სისტემაშია და გარკვეულ პირობებში აღმოჩენის შემთხვევაში ავტომობილი შესაძლოა აფეთქდეს.

უკან გამოწვეული ავტომობილების ნახევარი, ანუ –  120 766 მოდელი გერმანიაშია გაყიდული. Mercedes-Benz–ის სერვის ცენტრებში ყველა C-Class–სა და GLC–ს უფასოდ შეამოწმებენ და დეფექტის აღმოჩენის შემთხვევაში ასევე უფასოდ გააკეთებენ.

აღსანიშნავია, რომ ერთი კვირის წინ გერმანულმა კომპანიამ სტარტერთან დაკავშირებული პრობლემაც აღმოაჩინა და ამ დეფექტის გამო ასობით ავტომობილის შეკეთება მოუწევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g