LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ასოცირების ხელშეკრულების 40% უკვე შესრულებულია“ – პაპუაშვილის თქმით, კითხვარის მეორე ნაწილს დიდი ალბათობით, ხვალ გაგზავნიან

63
BeFunky-collage (3)

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების 40% უკვე შესრულებულია და საკანონმდებლო დონეზე საკმაოდ მჭიდროდ ვართ დაახლოებული ევროკავშირთან.

როგორც შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განმარტა, საქართველო ევროკავშირის კითხვარის პასუხების მეორე ნაწილს დიდი ალბათობით, ხვალ გაგზავნის.

„დღეს გარდა იმისა, რომ აღვნიშნავთ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს, ასევე აღვნიშნავთ ევროპის დღეს. მნიშვნელოვანია, რომ დღეს საქართველო იმყოფება აბსოლუტურად სხვა პროცესში, ჩვენ უკვე გავაკეთეთ განაცხადი ევროკავშირში წევრობაზე. პროცესი დაძრულია და ჩვენ მადლიერი ვართ ევროკავშირის, რომ უმოკლეს ვადაში შეადგინეს კითხვარი ჩვენი ქვეყნისთვის, რომელსაც ასევე მოკლე ვადაში გაეცა პასუხები.

პირველი ნაწილი უკვე გადაცემულია და დიდი ალბათობით, ხვალ მოხდება პასუხების მეორე ნაწილის გადაცემა. საქართველო-უკრაინა-მოლდოვის საკითხი განიხილება ერთად, ჩვენ ვართ სამი ქვეყანა, რომელიც ერთ ეტაპზე არიან. ამავე დროს, საქართველო ამ სამ ქვეყანას შორის არის ერთ-ერთი ლიდერი ასოცირების ხელშეკრულების შესრულებასა და სხვა საკითხებთან დაკავშირებით. ასოცირების ხელშეკრულების 40% უკვე შესრულებულია საქართველოს მიერ და ამ მხრივ საკანონმდებლო დონეზე საკმაოდ მჭიდროდ ვართ დაახლოებული ევროკავშირთან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, ევროკომისიის კითხვარის მეორე, სექტორული ნაწილი 33 თავს აერთიანებს და მოიცავს 2300-მდე კითხვას ყველა სექტორული მიმართულებით. კითხვარის პირველი შევსებული ნაწილი საქართველოს მთავრობის მეთაურმა ელჩ კარლ ჰარცელს 2 მაისს, მთავრობის ადმინისტრაციაში გადასცა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g