კომპანია „ასორტმა“ საახალწლო სამზადისი დაიწყო და მომხმარებელს სადღესასწაულო, ყველაზე მრავალფეროვან და გემრიელ ასორტიმენტს სთავაზობს.
გარდა ამისა, „ასორტმა“ ახალი სერვისიც დაამატა – კერძოდ, „ასორტის“ საფირმო ნაპოლეონი ყველა გურმანის ოჯახში შეაღწევს. „ყველაზე ხრაშუნა და გემრილი ნაპოლეონი გვაქვს უკვე მიტანის სერვისით, ვერა-ვაკე საბურთალოს ტერიტორიაზე“, – აცხადებენ „ასორტში“.
მათივე ინფორმაციით, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, შეარჩიოს სასურველი კერძები „ასორტის“ ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე და შეხვდეს 2020 წელს გემრიელად.
ცნობისთვის, ”ასორტი” 12 წელია, რაც ქართულ ბაზარზეა წარმოდგენილი და მომხმარებელს, 100-ზე მეტი დასახელების სხვადასხვა საკონდიტრო ნაწარმს სთავაზობს. ამასთან, „ასორტში“ ყველა გემოვნებისა და მოთხოვნის ადამინაზე მორგებული მზა საკვები, სუპები, სალათები, ფხალეულობა და გარნირი მზადდება.
კომპანია საკონდიტრო საწარმოს გარდა, კაფეტერიების ქსელსაც ფლობს.