ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ფიაში, მეორე სართულის აივნიდან, ორი წლის ბიჭი გადავარდა. დაშავებული ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.
შემთხვევა სოფელში საღამოს მოხდა.
“ამ ეტაპზე გამოკვლევები მიმდინარეობს, მისი მდგომაროება სტაბილურია”, – აცხადებენ კლინიკაში.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124–ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის მძიმე, ან ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.