ქვევრის ლუდის მწარმოებელი კომპანი „ვარძია“ ასპინძაში, მესხური მინი სოფლის მოწყობას აპირებს. კომპანიის დამფუძნებელმა დასახული გეგმების შესახებ „ბიზნესპარტნიორთან“ ისაუბრა და თქვა, რომ მინი სოფელში თავმოყრილი იქნება ძველი მესხური არქიტექტურა, ხის ბანიანი სახლებით.
„გვინდა მესხური სოფლის პატარა პროტოტიპი გავაკეთოთ. ეს იქნება 8-10 საცხოვრებელი სახლი. ამ ეტაპზე ეს არის იდეა და გვინდა, მომდევნო წლებზე ამაზე გვქონდეს ორიენტაცია,“ – აცხადებს ზედგენიძე “ბიზნესპარტნიორთან”.
მისივე ინფორმაციით, პროექტი ნახევარი მილიონი ლარის ინვესტიციას საჭიროებს.