LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Aston Martin ათობით საიუბილეო სუპერქარს გამოუშვებს

57
volga

ბრიტანული ბრენდის ქვეგანყოფილება Q-ის 10 წლის იუბილეს აღნიშნავს. ეს განყოფლება დაარსდა, რათა იშვიათი და სუპერძვირი მანქანები კიდევ უფრო ექსკლუზიური გახადოს.

საიუბილეო საჩუქრად შემუშავდა მოდელი DBR22, რომელიც სტილისტურად 50-იანი წლების სპორტულ ბოლიდს წააგავს, თუმცა თანამედროვე ტექნიკური სიახლეები აქვს.

სპაიდერი, რომელსაც არც სახურავი აქვს და არც სრულფასოანი საქარე მინა, 715 ცხენის ძალით, 5.2 ლიტრიანი ტურბოძრავა V12-ით არის აღჭურვილი. მას 8-საფეხურიანი ავტომატური გადამცემთა კოლოფი უყენია.

Aston Martin DBR22 100 კმ/სთ-ს 3.4 წამში ავითარებს, მაქსიმალური სიჩქარე 319 კმ/სთ-ია.

სულ 10 ეკზემპლარს გამოუშვებენ და თითო 1.5 მლნ ფუნტი ეღირება. უკვე ყველა მათგანი დაჯავშნილია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები