Aston Martin–ის სპეციალურმა დანაყოფმა Q-მ, რომელიც ექსკლუზიური აქსესუარების დამზადებითაა დაკავებული, მოდელი DBX–ისთვის მთელი რიგი ოფციები მოამზადა.
სპორტულმა კროსოვერმა ფაქტობრივად ახალი სიცოცხლე მიიღო და განახლებული მოდელის ნახვა ბრიტანელებმა ჟენევის ავტოსალონზე შეძლეს. როგორც მწარმოებელი აღნიშნავს, Q–ს სპეციალისტებს ნებისმიერი გემოვნების და ბიუჯეტის მქონე ადამიანის დაკმაყოფილება შეუძლიათ. ერთადერთი შეზღუდვა როგორც წესი, წარმოსახვა და კრეატივი ხდება ხოლმე.
მაგალითად, კროსოვერი DBX ექსკლუზიური 22 დიუმიანი საბურავებით აღჭურვეს. ძარა სპეციალურად შემუშავებული მუქი–ნაცრისფერი საღებავით შეღებეს და ავტომობილის მთავარი გაფორმება ცენტრალური კონსოლი და კარებების პანელი გახდა.