LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Aston Martin-მა ახალი სუპერქარის ვიდეო გაავრცელა (ვიდეო)

74

კომპანია Aston Martin-მა გამოაქვეყნა სუპერქარის ’’DB11’’ ზამთრის ტესტირების ვიდეო, რომელიც ჩატარდა ფინეთსა და შვეიცარიაში. ავტომობილი მონაწილეობას მიიღებს მოტორშოუში, რომელიც გაიმართება ჟენევაში.

გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ავტომობილი მოძრაობს თოვლიან გზებზე. მოდელი ’’DB11’’ გახდა Aston Martin-ის მიერ წარმოებული პირველი სუპერქარი, რომელმაც გაძლიერებული ტურბო ძრავი მიიღო.

კუპე აღჭურვილია 12 ცილინდრიანი აგრეგატითა და 608 ცხენის ძალის სიმძლავრის მქონე ძრავით. მოდელს გააჩნია თვითბლოკირებადი დიფერენციალი და ვექტორის კონტროლის სისტემა.

https://youtu.be/gjwIZiLnCxM

პირველ ’’ასეულს’’ სუპერქარი ანვითარებს 3.9 წამში. მაქსიმალური სიჩქარე კი შეადგენს 322 კმ/სთ-ს. ევროპულ ავტობაზარზე მოდელი გამოჩნდება ამავე წლის მეოთხე კვარტალში. ფასები სამწუხაროდ არ იქნება ყველა ქვეყანაში სტატიკური, თუმცა მისი საბაზრო ღირებულება შეადგენს დაახლოებით 204.9 ათას ევროს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები