LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Aston Martin–მა გადაწყვიტა „ბრიტანული ფერარი“ გახდეს

75
aston-martin-newssss999

Aston Martin–ის ახალმა ინვესტორმა გადაწყვიტა, რომ Ferrari–ს ბიზნეს–მოდელი გამოიყენოს და ბრიტანული ბრენდი ბევრად უფრო მომგებიანი გახადოს. კანადელი ბიზნესმენი ენდი პალმერი გეგმავს, რომ წარმოება შეამციროს და ფასი კი გაზარდოს. რაც საბოლოო ჯამში მოგებას გაზრდის.

ბრენდმა გასულ წელს 5800 სპორტქარი გამოუშვა, 2020 წელს კი მაჩვენებელი თითქმის ორჯერ შემცირდება და ამ მეთოდით მწარმოებელი „ბრიტანული ფერარი“ გახდება. მოქმედების სქემა საკმაოდ მარტივია – ავტომობილები დამკვეთთა ინდივიდუალური მოთხოვნილებების გათვალისწინებით აიწყობა და კლიენტებს ლოდინი წლიდან წლამდე მოუწევთ.

სწორედ ასე მუშაობს Ferrari. ბრენდი არასდროს ამხელს რომელიმე მოდელის ზუსტ ტირაჟს. ლოდინის რეჟიმი კი ყოველ წელს უფრო და უფრო იზრდება. მაგალითად. ატმოსფერული ფლაგმანის 812 Superfast–ის კლიენტებისთვის გადაცემის სია 2 წლით ადრეა გაწერილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები