LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Aston Martin-მა ტესტირებაზე ახალი მოდელი გამოაჩინა

54

ინტერნეტში Aston Martin-ის ახალი, ულამაზესი მოდელის ფოტოები გავრცელდა.

კუპის – Aston Martin Vantage-ს ახალი თაობის წარმომადგენლის ნიუბურგრინგზე ჩვენებისას სატესტო პროტოტიპი Autocar-ის გამოცემისთვის გახდა ხელმისაწვდომი.

ფოტოების მიხედვით, ახალი მოდელი DB10-სა და DB11-ის სტილში იქნება. ასევე, აღსანიშნია ის ფაქტიც, რომ კუპე კომპანიის მიერ წარმოებული წინა ვერსიის მოდელებისგან მოგრძო ფორმით განსხვავდება.

ახალი მოდელის ძრავი twin-turbo V8 იქნება, რომელსაც Mercedes-Benz დაამზადებს. მისი სიმძლავრე კი შეადგენს 400-ს. კომპანიამ შეიძლება V12-იანი მოდიფიკაციაც შემოგვთავაზოს.

Aston Martin Vantage-ის ახალი თაობის პრემიერა კი 2017 წლის დასასრულს, 2018 წლის დადასწყისში შედგება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები