Aston Martin-ის დიზაინერები ისეთ სილამაზეს ქმნიან, რომ Vanquish-ის ან DB9-ის ქუჩაში გადაწყდომა ალბათ მუზეუმში დაუგეგმავი ვიზიტის ტოლფასია. თუმცა, მიუხედავად საკუთარი თანამშრომლების ნიჭიერებისა, ბრენდს კოლაბორაცია სხვადასხვა ატელიებთანაც ხშირად აქვს.
შესაბამისად, დამოუკიდებელ სალონებსაც არაერთი შედევრი შეუქმნიათ. მაგალითად, ისეთი როგორიცაა DB4 GT Zagato. სპორტქარი რომლის ნახვაც ემოციების გარეშე შეუძლებელია.
ბუნებრივია, რომ ყოფილა გამონაკლისებიც, ისეთი როგორიცაა – DB9 Centennial, რომელიც Zagato-ს ატელიემ 2013 წელს შექმნა და მოდელი ავტომოყვარულებმა ზედმეტად ცივად მიიღეს. მიუღებელ ავტომობილთა შორის უნდა ვიგულისხმოთ ასევე 2001 წლის ჟენევის ავტოსალონზე წარმოდგენილი კონცეპტები, რომლებმაც აღიარება ვერასდროს მოიპოვეს.