LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Aston Martin ტოკიოში უმსხვილეს სადილერო ცენტრს ხსნის

76

ბრიტანულმა პრემიალურმა ბრენდმა Aston Martin ტოკიოში უმსხვილესი სადილერო ცენტრი გახსნა. აღსანიშნავია, რომ მდიდრული და მასშტაბური ავტოსალონი საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში აშენდა, რომელიც 664 000 000 დოლარის ჩადებას ითვალისწინებს. საავტომობილო გამოცემების ინფორმაციის თანახმად, იაპონიის დედაქალაქში მდებარე ავტოსალონი 1 000 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული. ამბობენ, რომ ავტოსალონი ყველაზე თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური სადილერო ცენტრია მთელს აღმოსავლეთ აზიაში.

აღსანიშნავია, რომ ახალი, სამსართულიანი ცენტრი ლეგენდარულ აოიამა დორის ქუჩაზე განთავსდა, რომელიც არაოფიციალურად ლონდონური ბონდ სტრიტის იაპონურ ანალოგად მიიჩნევა. შენობაში უზარმაზარი შოურუმი, ვირტუალური ტესტ-დრაივისთვის დისპლეი და გასართობი ზონა განთავსდა.

ენდი პალმერი, ასტონ მარტინის გენერალური დირექტორი ჟურნალისტებთან საუბარში ამბობს, რომ იაპონია ბრენდისთვის რიგით მეორე ბაზარია სიდიდით, ამიტომ კომპანია გეგმავს ადგილობრივ კლიენტებს საუკეთესო შესთავაზოს.

აღსანიშნავია, რომ სადილერო ცენტრის სტუმრებს ბრენდის 26 ავტომობილს შორის შეუძლიათ არჩევანის გაკეთება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები