LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ასტონ მარტინი“ ფორმულა–1-ს ლეგენდარულ სარბოლო ფერს დაუბრუნებს

123
astonmarinformula

კომპანია Aston Martin ფორმულა–1–ს ლეგენდარულ ფერს British Racing Green დაუბრუნებს. ასეთი დასკვნა ავტო–ექსპერტებმა სარბოლო გუნდის ოფიციალური საიტის გაფორმების შემდეგ გამოიტანეს. ბრენდმა გაავრცელა ვიდეოთიზერიც, რომელიც ბრიტანელების მსოფლიო ჩემპიონატზე დაბრუნებას ეძღვნება, შეგახსენებთ, რომ „ასტონ მარტინის“ გუნდს 61 წლიანი შესვენება ქონდა აღებული.

ცნობილი ბრენდის ფორმულა–1–ში კონსტრუქტორად დაბრუნების შესახებ ცნობილი გასულ წელს გახდა. მანამდე კი 5 წლის განმავლობაში „ასტონ მარტინი“  Red Bull Racing–ის სპონსორი იყო და კონტრაქტს ვადა 2020 წლის დეკემბერში გაუვიდა.

აღსანიშნავია, რომ 2021 წელი „ასტონ მარტინისთვის“ მხოლოდ ფორმულა–1–ით არ დაიწყება და ბრენდი სხვა მსოფლიო ჩემპიონატებზეც აქტიურად იასპარეზებს.

რაც შეეხება ფორმულა–1–ს 2021 წლის ჩემპიონატს, მთავარი მრბოლელი ბრენდის ერთ–ერთი თანამფლობელის შვილი მარტინ ლენს სტროლი იქნება.

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის სეზონი 21 მარტს მელბურნში, ავსტრალიაში უნდა დაიწყოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები