LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ასტრაზენეკა” სიმპტომური დაავადების მიმართ 76%-ით, ხოლო მძიმე დაავადების მიმართ 100%-ით ეფექტიანია – კვლევა აშშ-ში ჩატარდა

62
Untitled design

კომპანია “ასტრაზენეკამ” ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებული უახლესი კვლევის შედეგები წარადგინა.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მწარმოებლები აცხადებენ, რომ “ასტრაზენეკა” 76 პროცენტით ეფექტიანია და იცავს ადამიანებს ვირუსისგან.

ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს. 

კომპანიაში ასევე აცხადებენ, რომ ვაქცინა 100%-ით ეფექტიანია დაავადების მძიმე ან კრიტიკული ფორმების წინააღმდეგ.

მიმდინარე კვლევაში 32 400-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. კვლევის შედეგებმა ასევე აჩვენა, რომ ვაქცინა 85%-ით ეფექტიანია 65 წლის ზემოთ მყოფ ადამიანებშიც.

კომპანიის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა მენე პანგალოსმა მოგვიანებით განაცხადა, რომ პირველადი ანალიზის შედეგები შეესაბამება მანამდე გამოქვეყნებულ შუალედურ ანალიზს და ადასტურებს, რომ “ასტრაზენეკას” კოვიდვაქცინა ძალზე ეფექტიანია მოზრდილებშიც.

 

mazda magti 5g