LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ასტროლოგი: მშვილდოსნებო, ამოისუნთქეთ, თხის რქებო, მოემზადეთ!..

209

ასტროლოგი სოფია ბზეკალავა წერს, რომ მშვილდოსნებს, რომლებმაც ბოლო დროს საკმაოდ რთული პერიოდი გამოიარეს, ბოლოს და ბოლოს, შეუძლიათ ამოისუნთქონ, რადგან დღეიდან სატურნი გადადის თხის რქის ზოდიაქოში. რა გაფრთხილებებს აძლევს ასტროლოგი ამ და სხვა ნიშნებს, წაიკითხეთ მის სტატუსში, რომელიც სოციალურ ქსელში ახლახან გამოაქვეყნა.

სოფია აღნიშნავს:

„დღეიდან მნიშვნელოვანი, ახალი, ორწელიწადნახევრიანი პერიოდი იწყება მეგობრებო. სატურნი თხის რქის ზოდიაქოში გადავიდა. ეშველათ ბოლოს და ბოლოს მშვილდოსნებს :)) თუმცა სატურნის გადასვლა თხის რქაში, ასე თუ ისე, მაინც გარკვეულწილად ნეგატიურად აისახება ყველა იმ ადამიანის ცხოვრებაზე, ვისაც არ უყვარს წესრიგი, არ სწყალობს შრომას და დისციპლინას, ვინც პროფესიონალიზმში მოიკოჭლებს ან გაურბის პასუხისმგებლობებს.

ბევრი ადამიანის ცხოვრებაში დგება ორწელიწადნახევრიანი, ძალზე ნაყოფიერი პერიოდი. ოღონდ ეს შეეხება იმ ხალხს, რომელიც წინა წლების განმავლობაში თავდაუზოგავად შრომობდა, სწავლობდა და ცდილობდა, მაქსიმალურად განვითარებულიყო პროფესიულად. ყველა ეს ადამიანი უახლოესი წლების განმავლობაში დამსახურებულ აღიარებას, წინსვლას და წარმატებას მიიღებს სამსახურში. სატურნი თხის რქაში ასევე ძალიან ბევრ დაფარულ სასიყვარულო რომანს ჩამოხსნის ფარდას. არც ერთი სასიყვარულო სამკუთხედი არ დარჩება გამოუაშკარავებელი. თხის რქა პატივს სცემს მორალს, ერთგულებას და ემოციურ სიმყარეს. აქედან გამომდინარე, ყველა ის ადამიანი, ვისი ურთიერთობაც ზემოთ თქმულ პრინციპებს ემყარება, უახლოესი ორიწელიწადნახევრის განმავლობაში გაამყარებს საკუთარ პარტნიორულ კავშირებს, ან იპოვნის მართლაც რომ შესაფერის მეორე ნახევარს. მათ კი ვინც ორმაგი რომანებისკენ და პარალელური კავშირებისკენაა მიდრეკილი, ამგვარი „გართობა“ ძალიან ძვირი დაუჯდება.

უახლოესი ორწელიწადნახევარი განსაკუთრებული იქნება ვერძის, სასწორის, კირჩხიბის, თხის რქის ნიშნით დაბადებულებისთვის. ეს ადამიანები გამოიცდებიან ემოციურ სიმყარეზე და მიიღებენ დამსახურებულ ჯილდოს. მშვილდოსნები, ტყუპები, მერწყულები სასურველია, თუ საკუთარ ხასიათში ისეთ თვისებებს მოთოკავენ როგორიცაა არაპროგნოზირებადობა, ცვალებადობა, დაწყებული საქმეების დასრულების უუნარობა, ზედაპირულობა და ინფანტილიზმი. კუროები და ქალწულები „ტრენდში“ იქნებიან, იმიტომ, რომ მათ არ აკლიათ ხასიათში ის თვისებები, რასაც სატურნი ითხოვს. დაფასდებიან ასევე ლომები და თევზები. მათთვისაც ნაყოფიერი იქნება მომდევნო წელი. განსაკუთრებით კი უმართლებთ მორიელებს. 2018 წელი მათთვის ყველაზე წარმატებული წელი იქნება“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g