LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ასტროლოგი რამაზ გიგაური: „კორონავირუსი უკან დაიხევს და მარტის ბოლომდე არავითარი პანიკის მიზეზი აღარ იქნება…“

2351
ramaz-gigauri-nwssswsss

ასტროლოგი რამაზ გიგაური სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს, სადაც კორონავირუსის შესახებ საკუთარ პროგნოზს გვაცნობს. როგორც ის აღნიშნავს, დაავადება პროგრესირებას შეწყვეტს, თუმცა 2020 წელს სხვა სირთულეებია მოსალოდნელი, მათ შორის, ფინანსური კრიზისიც.

გთავაზობთ რამაზის პოსტს:

„ასტროლოგები კორონოვირუსზე პროგნოზებს მზე-მთვარის მიხედვით ნუ აკეთებთ. რბილად რომ ვთქვათ, არასწორია.

მოვლენა, რომელიც მასშტაბურია, გლობალურია და მსოფლიოზე პოლიტიკურ, ეკონომიკურ ან ნებისმიერი კუთხით ნეგატიურ გავლენას ახდენს, გამოიყენეთ სატურნის, ურანის, ნეპტუნის და პლუტონის ციკლები.

რაც შეეხება კორონავირუსს.

2019 წლის ბოლოს და 2020 წლის პირველი კვარტლის დაძაბულობის, ნეგატიური რეზონანსის ასტროლოგიური „გასაღები“ არის სატურნი-პლუტონის შეერთება.

ეს შეერთება დაიწყო 2019 წლის 8 ნოემბერს, თუმცა ზუსტი შეერთება დაიწყო 30 დეკემბერს (31 დეკემბერს ჩინეთის ქალაქ უხანში კორონას პირველი შემთხვევა დაფიქსირდა). ეს შეერთება აქტიური იყო გუშინდელ დღემდე, ანუ 9 მარტამდე. ამიტომ, ვფიქრობ, რომ კორონავირუსი უკან დაიხევს და მარტის ბოლომდე არავითარი პანიკის მიზეზი არ იქნება.

სამწუხაროდ, იმავეს ვერ ვიტყვი მოსალოდნელ ფინანსურ კრიზისზე და 2020 წლის მეორე ნახევარში მოსალოდნელ სამხედრო ტიპის გართულებებზე. როგორც დეკემბერში ჩემს პროგნოზში აღვნიშნე, 2020 წლის მსოფლიოს ორი მთავარი გამოწვევა იქნება – ფინანსური კრიზისი და სამხედრო ტიპის დაპირისპირებები.

პირველის და მეორეს ნიშნებიც უკვე სახეზეა – ჯერ წლის მესამე თვეა და უკვე ვიხილეთ ამერიკა-ირანის და სირია (რუსეთი)-თურქეთის დაპირისპირება.

გუშინ „ნავთობის ომი“ დაიწყო, რუსული რუბლი კიდევ უფრო გაუფასურდა, ამერიკის საფონდო ბირჟებზე აქციების ფასმა ვარდნა დაიწყო.

ასე რომ, კორონა იმ სამედიცინო ცოდნით და პროფესიული მიდგომებით, რაც დღეს მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებს აქვს, აბსოლუტურად კონტროლს ექვემდებარება.

გამოწვევა ორია: ფინანსური კრიზისი და შეიარაღებული დაპირისპირება.

მარტივად შეგიძლიათ ამის გადამოწმება: გადახედეთ წინა ვირთხის წელს 2020 – 12 = 2008 (!). რა ხდებოდა ამ წელს მსოფლიოში?

შეიძლება თუ არა ამის მართვა? ცხადია. ოღონდ ეს ჩვენ არ შეგვიძლია. ეს შეუძლიათ განვითარებული ქვეყნების მმართველებს. ჩვენ არ შეგვიძლია მსოფლიოს გეოპოლიტიკური მდგომარეობა შევცვალოთ, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ ჩვენი განწყობა. არ შეგვეშინდეს და არ ვიყოთ პანიკაში, რადგან ეს უარესია.

გაძლიერდით შინაგანად, გამხნევდით და გაამხნევეთ თქვენი ოჯახის წევრები. ჩვენ გადავიტანთ ამას.

მშვიდობას და ფინანსურ სიმყარეს გისურვებთ!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g