“ზოდიაქოს ნიშნების საზღვრების შეცვლა არის დიდი სისულელე“,- ასე გამოეხმაურა სოციალურ ქსელში, ასტროლოგი რამაზ გიგაური მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, ზოდიაქოს ნიშნების განლაგება შეიცვალა:
ინტერნეტში ახალი სტატია გავრცელდა, თითქოს NASA წერს, რომ თანავარსკვლავედების მოძრაობის გამო ზოდიაქოს ნიშნებმა საზღვრები შეიცვალეს. მსგავსი სტატია 2011 წელსაც გავრცელდა, სადაც ამერიკელი ასტრონომიის მასწავლებელი ზოდიაქოს ნიშნებში მე-13 თანავარსკვლავედის „ჩაკერებას“ ითხოვდა. ეს არის აბსურდი, რადგან თანავარსკვლავედების სისტემა არის სხვა და ზოდიაქოს ნიშნების სხვა. წერტილი. თუ რაშია განსხვავება, კომენტარებში დავდებ ჩემს 2011 წელს დაწერილ სტატიას, აქაც იგივე რომ არ ვწერო. მსგავსი თემები არის „ფეიკი“, რათა ადამიანების დაინტერესება მოხდეს. იმიტომ, რომ სკანდალი გვინდა ჩვენ, სკანდალი.
მერე ასეთი კომენტარები რომ დაიწეროს: „უიიიი, დედას ვფიცავარ, ჩემი თავი ტყუპი მეგონა და კურო ვყოფილვარ და ბალახი უნდა ვჭამოოოო. არ მაწყობს რა“ და ა. შ. ეს არის იმის მსგავსი თემა 2012 წლის 21 დეკემბერს მაიას კალენდრით აპოკალიფსი რომ უნდა მომხდარიყო.
მოკლედ, ზოდიაქოს ნიშნების საზღვრები არ იცვლება. ბასტა. როცა მატარებელში, დავუშვათ მე-7 ადგილზე ზიხართ, მნიშვნელობა არ აქვს მატარებელი თბილისშია, ხაშურში თუ ბათუმში, თქვენი მე-7 ადგილი არის. P.S. თუ შემეკითხებით „ბილეთი თუ გავუცვალე გვერდით მჯდომს“, წინასწარ გიპასუხებთ, ვერ გაუცვლით, რადგან ბილეთების გაცვლა, „დაკრიშვა“ და ეგეთი მამაძაღლობები აქ, დედამიწაზე ხდება, თორემ კოსმოსში ეგეთი რამეები არ მოსულა.