თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ ასურეთში სარეაბილიტაციო სამუშაოები იგეგმება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოები მომავალი წლიდან დაიწყება. „ასურეთში არის გერმანული უნიკალური არქიტექტურა, ძველი გერმანული სოფელი, გერმანული სახლები. ასევე იქ არის გერმანელთა საფლავები და ჩვენ ვაპირებთ, რომ მომავალი წლიდან დავიწყოთ უკვე სარეაბილიტაციო სამუშაოები“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა
პრემიერის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე რეაბილიტაცია ლუთერანულ ეკლესიას ჩაუტარდება. ძველ იერსახეს დაუბრუნებს გერმანული არქიტექტურით აშენებული სახლები და მოწესრიგდება საფლავები.
„მოვაწესრიგებთ გზას, მოვაწყობთ განათებას, იმისათვოს რომ ის გახდეს ძალიან საინტერესო ისტორიულ კულტურული ადგილი არა მხოლოდ გერმანელებისთვის, არამედ სხვა ტურისტებისთვისაც, ქართველებისთვისაც. უნიკალური ადგილია. მე ვფიქრობ, რომ საქართველო გერმანიას შორის არსებული ურთიერთობების გათვალისწიმებით მნიშვნელოვანი იქნება ამ პროექტის გათვალისწინება“, – განაცხადა ირაკლი ღრიბაშვილმა.
აქვე, რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებით, ასურეთთან ახლოს მდებარე გერმანული ღვინის ქარხანაში ინვესტიციის ჩადება იგეგმება.
„სოფელთან ძალიან ახლოს არის უნიკალური, საუკუნეზე მეტი ასაკის, მე-19 საუკუნეში აშენებული ღვინის ქარხანა , საინტერესო საცავებით, რომლის მფლობელი დღეს ქართველია, მაგრამ ის თანახმაა, რომ ინვესტიცია ჩაიდოს. იმედია, რომ მალე მოვძებნით გერმანელ ინვესტორს, რადგან ეს არქიტექტურულადაც შესანიშნავია და ტურსტულ მიმზიდველობას განსაკუთრებით შესძენს. მეორე, იქ, ყურძნის კულტურა, მე არ ვიტყვი, რომ დაკარგულია, არის ვენახები, მაგრამ იქ სადაც თავის დროზე, როდესაც ეს ქარხანა მუშაობდა, ვენახები იყო გაშენებული, ახლა იქ ქერი, ხორბალი მოჰყავთ. დარმწუნებული ვარ, ყურძნისკლულტურა აღდგება და უნიკალური ქართლის ჯიშის ყურძნით მე ვფიქრობ, ევროპელებისათვის და გერმანელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროდუქტი დამზადდება. არის უკვე ინტერესი გამოხატული და ვნახოთ როგორ გაგრძელდება“, – აღნიშნა ნოდარ ჯავახიშვილმა.