LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Asus-მა ულტრა თხელი ნოუთბუქი შექმნა

90

კომპანია Asus-მა ახალი ნოუთბუქი ZenBook Pro დააანონსა. სიახლეს მთლიანად ალუმინის კორპუსი აქვს და ულტრა თხელია – მისი სისქე მხოლოდ 18,9 მილიმეტრს შეადგენს, წონა კი 1,8 კილოგრამს. ამ მაჩვენებლით ის ერთ-ერთ კომფორტულ მოწყობილობადაც სახელდება.

ZenBook Pro აღჭურვილია 15,6 დიუიმიანი დისპლეით. ნოუთბუქს აქვს ორი USB Type-C პორტი, ხოლო მწარმოებლის მტკიცებით, ნოუთბუქის აკუმულატორი 14 საათიან უწყვეტ რეჟიმში მუშაობას განაპირობებს, სწრაფი დამტენის წყალობით კი 49 წუთში 60%-ზე მეტის დატენვას უზრუნველყოფს.

Asus ZenBook Pro 1299 დოლარი ღირს და მისი გაყიდვები ივლისიდან დაიწყება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები