LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ატელიე Mansory-მ „ფერარისთან“ სასამართლო წააგო

34
9b35bf49af14132e7002e09b2fa72e0152e858ec

ევროკავშირის სასამართლო იტალიური კომპანია „ფერარის“ მხარეს დადგა და მისი სარჩელი დააკმაყოფილა. „ფერარი“ ტუნინგ ატელიე Mansory-ს საავტორო უფლებების დარღვევასა და ავტომობილების დიზაინის მოპარვაში ადანაშაულებდა. „ფერარი“ ირწმუნებოდა, რომ მოდელი 4XX Siracusa-ს ბაზაზე შექმნილი სუპერქარი 488 GTB-ის დიზაინი სარბოლო სპორტქარის FXX K-ს მიხედვით შექმნეს და ამის უფლება ნამდვილად არ ჰქონდათ. ამიერიდან ეს ინფორმაცია სასამართლომაც დაადასტურა.

როგორც გამოცემა Reuters წერს, დასაწყისისთვის იტალიელებმა დიუსელდორფის სასამართლოს მიმართეს. მწარმოებლის ეჭვები ერთობ ნათელი იყო, თუმცა გერმანიის სასამართლომ სარჩელი არ მიიღო და „ფერარის“ ვარაუდს საეჭვო უწოდა. ამის შემდეგ „ფერარიმ“ ფედერალურ სასამართლოს მიმართა, საიდანაც საქმე ევროკავშირის სასამართლოში მოხვდა.

სარჩელში „ფერარის“ ზუსტად ჰქონდა ჩამოყალიბებული თუ რომელი დეტალები მოიპარა MAnsory-მ. მოსამართლემ ეს ინფორმაცია დაადასტურა და განაჩენის გამოტანა უკვე გერმანიის ფედერალურ სასამართლოს მოუწევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g