ჟურნალისტი გივიკო რაზმაძე სოციალურ ქსელში აღწერს იმ რთულ ორ დღეს, რომელიც საბერძნეთში, კერძოდ, ქალაქ ათენში მან და მისმა მეგობრებმა გამოიარეს. გივიკომ, მეგორებთან ერთად, აპარტამენტი დაჯავშნა ათენის ცენტრში, სადაც მისულ ქართველ ტურისტებს ქართველი დიასახლისი დახვდათ. ერთი შეხედვით, ბინა დახული უნდა ყოფილიყო, მაგრამ ქართველები გაქურდეს და თან, ძვირფასეულობასთან ერთად, პასპორტებიც წაიღეს. გივიკომ და მისმა მეგობრებმა საქართველოში დიდი სიძნელეების გადალახვის შემდეგ ჩამოაღწიეს.
„პასპორტების მოპარვა, როგორც ჩანს, ძალიან აქტუალური თემაა და ჩვენ გარდა არავის გაჰკვირვებია. იქ თურმე იბარებენ! ყიდიან! არსებობს 4 ძირითადი მიზეზი, რატომაც ხდება ეს როგორც მოვიკითხე და გავარკვიეთ :
1. მოპარული პასპორტები ხშირად გამოიყენება ყალბი პირადობის მონაცემებით, დიდი თანხების გადასარიცხად.
2. საზღვრის გადასაკვეთად, თუ გაუვათ!
3. არალეგალური ბინადრობისთვის, სანამ ბაზაში შემოაწმებენ, ესე ზედაპირული შემოწმებისას გამოიყენებს!
4. მთავარი მიზეზი, რატომაც იპარავენ პასპრტს, დაზარალებული სანამ აზრე მოვა და ამ ყველაფერს მოაგავარებს საჩივრის და გადევნების დრო აღარ ექნება. საჭირო ხდება პოლიციისთვის მიმართვა, საელჩოსთან დაკავშირება, რიგში დგომა, საფასურის გადახდა, და თანხის გადახდა მხოლოდ პასპორტიან ადამიანს შეუძლია, ანუ დაზარალებულმა ესეც უნდა იპოვნოს, თუ გვერდით არ ჰყავს, ეს დამატებით სირთულეს ქმნის.
ახლა რაში გავიშარეთ ჩვენ, ჩემს ეჭვებს არ დავაკონრეტებ, ამბავიდან თავად გამოიტანეთ დასკვნა:
ჩვენ დავჯავშნეთ აპარტამენტი მხოლოდ ხედის გამო და გადავიხადეთ საკმაოდ დიდი თანხა, რომელზეც შემდეგ აეროპორტში ემიგრანტებმა გვითხრეს, რომ ეს თანხა საოცარი სახლების სამი თვის ქირაობისთვის საკმარისი იქნებოდა. ჩვენ კი მხოლოდ ორი ღამისთვის ავიღეთ. ჩასვლამდე ვკონტაქტობდით ბერძენ მეპატრონესთან, მაგრამ ადგილზე დაგვხვდა ქართველი ქალი, რომელიც მეპატრონის წარმომადგენელი აღმოჩნდა. მან ყველაფერი აგვიხსნა და დაგვაკვალიანა. სახლი დაცული ჩანდა, სადარბაზოში შესვლა გარკვეული პროცედურების გარეშე შეუძლებელი იყო და თავად აპარტამენტიც უსაფრთხოდ გამოიყურებოდა. თუმცა, ჩასვლიდან მეორე დღეს აღმოვაჩინეთ, რომ გაგვქურდეს. კარის გატეხვის კვალი არ იყო, რაც კიდევ უფრო დაუჯერებელი იყო და მაინც ვეძებდით ბოლო წამამდე ნივთებს, ბოლომდე ვერ ვიჯერებდით.
მეპატრონეს დავუკავშირდით, თუმცა, როდესაც მოვიდა, ადგილზე პოლიცია არ გამოიძახა – მხოლოდ დარეკა და გვითხრა, რომ არ მოდიოდნენ, თქვენით უნდა ეხლოთო! მოგვცა მისამართი და ჩვენც მაშინვე გავვარდით, რადგან პასპორტების მოპარვის ფაქტი ოფიციალურად უნდა დაგვედასტურებინა ფრენამდე!
მისვლისას დაგხვდა ხუთამდე პოლიციელი, რომლებიც ჩვენს მოსმენასაც არ აპირებდნენ და ტურისტულ პოლიციაში გვამისამართებდნენ. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ავუხსენით, რომ მის ქვეყანაში და ქალაქში, ათენის ცენტრში დღისით მზისით აპარტამენტს რომ ქურდავენ, ეს ტურისტულ პოლიციას არ ეხება, ერთმანეთს გადახედეს და მერე დაიწყეს მსჯელობა სად გადავესროლეთ! გაგვიშვეს სხვა განყოფილებაში.
ოთხი სართული რომ ავიარეთ, უკვე ნათელი იყო, რაც გველოდა. უბედურება, 90-იანი წლების წივილი იყო! თუმცა, ერთმა გამომძიებელმა, რომელიც ძაან სასაცილო კაცი იყო, მაგარი უდარდელა და ჰარიჰარალო, დიდი ვერაფერი გააკეთა, თუმცა ერთჯერადი ცნობა დაგვიმზადა. და გვითხრა, რომ უცნაურია, როდესაც მეპატრონე თავისი სახლის ქურდობაზე თავად არ იძახებს პოლიციასო, სად გაგიგიათ, მოვიდეს მეპატრონე და მარტო თქვენი ნივთები მოეკითხა და მისი რა მოიპარეს, არც ედარდოს და არც მოიკითხაო?
ამის შემდეგ საელჩოში მივედით, სადაც ეს ერთჯერადი ცნობა ავიღეთ. მოპარული ნივთების დაბრუნების იმედი, რა თქმა უნდა, ზედმეტია!
გამოფრენისას აეროპორტში ახალი სირთულე შეგვხვდა – საბუთების შემოწმებისას გვითხრეს, რომ ჩვენი სალჩოში აღებული პასპორტები ყალბი იყო. ამან ცალკე ბრძოლაში ჩაგვრთო და შეგვაგდეს სადაღაც ოთახში და არ გვაქცევდნენ ყურადღებას, სანამ მათ ცალკე არ ავუხსენით, რომ მათივე უნიათობის გამო იძრაცვება ხალხი დაკეტილ სახლებში და კიდე აქეთ გვჩაგრავთ-თქო და ბოლოს ძლივს გამოვაღწიეთ. საქართველოში დაბრუნებისას, აქაც პრობლემები შეგვექმნა – სანამ ძველი პასპორტების ფოტო და ვიდეომასალა არ ვაჩვენეთ, არ შეგვიშვეს.
ამას ყველაფერს დაემატა უამინდობის გამო ფრენის გადადება და მოკლედ, ჩამოვაღწიეთ მშვიდობით! ეს ყველაფერი იმიტომ მოვყევი, რომ ამ ყველაფერზე არავინ არ ლაპარაკობს არსად!
რაც შეეხება „ჩვენს ღვინის ქურდებს”, ყველა გარემოება ნათლად მიანიშნებს, რომ ეს გარკვეული სქემის ნაწილია თავად გამოიტანეთ დასკვნები, ვინ იდგა უკან ან წინ)) და ძალიან კარგად იცოდნენ, რომ შერჩებოდათ დაჭრილი ხახვივით!
გივიკო რაზმაძემ რადიო „ფორტუნას“ მიაწოდა იმ ბინის ლინკი, სადაც ეს ყველაფერი მოხდა.