LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ათი ათასობით BMW-ს მფლობელს საჭესთან დაჯდომას არ ურჩევენ

125
bmw

კომპანია BMW 90 ათას მანქანას უკან გამოიწვევს, მიზეზი – ფეთქებადი უსაფრთხოების ბალიშებია. საუბარია იაპონური ფირმის Takata-ს ბალიშებზე, რომელსაც 15 წლის განმავლობაში თითქმის ყველა დიდი საავტომობილო ბრენდი იყენებდა. ჯერ კიდევ 2000-იან წლებში დაიწყო გამოძიებების და უკან გამოწვევების ტალღა, რომელიც დღემდე გრძელდება. კამპანიები ეხება ძველ მოდელებს, რამეთუ მწარმოებლებმა საშიშ უსაფრთხოების ბალიშებზე უარი თქვეს, თავად Takata კი გაკოტრდა.

BMW-ს ახალი კამპანია 2000-2006 წლებში გამოსულ 3 series, ასევე 2000-2003 წლების 5 Series, მათ შორის M-მოდელს შეეხება. საჭესთან დაჯდომისგან თავის შეკავებას ურჩევენ – X5-ის, ასევე  1 Series, X1-ის, X3-ის და X6-ის მფლობელებს.

BMW-ის იმ მეპატრონეებს, რომელთა მანქანებსაც საშიში Takata-ს ბალიშები აქვთ, სასწრაფოდ სერვის ცენტრებში მისვლას ურჩევენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები