LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ათი წლის წინ, ბრიუსელში იმიტომ ჩამოვედი, რომ ჩემი ქვეყნის ევროინტეგრაცია გამეშუქებინა.. მაყურებლის წინაშე ვგრძნობ ჩემს პირად პასუხისმგებლობას და ვტოვებ ტელეკომპანიას“ – „რუსთავი2“-ის ბრიუსელის კორესპონდენტი თამარ ნუცუბიძე ტელეარხს ტოვებს

143
სპეციალური საგამოძიებო სამსახური (2)

„რუსთავი2“-ის ბრიუსელის კორესპონდენტი თამარ ნუცუბიძე ტელეარხს ტოვებს. ამის შესახებ ჟურნალისტმა სოციალურ ქსელში დაწერა.

„თითქმის ერთი წლის წინ, 14 დეკემბერს, ჩვენს ქვეყანას მიენიჭა კანდიდატის სტატუსი. ოცდახუთი წელია ჟურნალისტი ვარ. რა აღარ გამიშუქებია, კონფლიქტები, არჩევნები, მიტინგები, აქციები, მინისტერიალები და სამიტები. ჩემს ცხოვრებაში ორ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენაზე, ბრიუსელიდან მე მოგიყევით, საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭება და კანდიდატის სტატუსი. ამაზე საამაყო მე არაფერი მომიყოლია თქვენთვის! დღეს კი, არასდროს ისე შორს არ ვყოფილვართ ევროკავშირისგან როგორც ახლა! ათი წლის წინ, აქ ბრიუსელში, სწორედ იმიტომ ჩამოვედი რომ, ჩემი ქვეყნის ევროინტეგრაცია გამეშუქებინა. გამომდინარე აქედან, თქვენი, მაყურებლის წინაშე ვგრძნობ ჩემს პირად პასუხისმგებლობას და ვტოვებ ტელეკომპანია რუსთავი 2. P.S. საქართველო მაინც გახდება ევროკავშირის წევრი“, – წერს თამარ ნუცუბიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g